წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში ბულინგთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება მოეწყო
04-05-2018

წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლის დღე აღინიშნა.

კლასის დამრიგებლებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა მოსწავლეებს ძალადობის თემაზე საუბრები ჩაუტარეს. 

მოსწავლეებმა ერთმანეთთან თანამშრომლობით გაამზადეს ანტიბულინგის გამომხატველი  სლოგანები: „არა ძალადობას“, „ყველამ ერთად ვუთხრათ უარი ბულინგს“ და „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“. 

დღის ბოლოს ძალადობის თემაზე ფილმი: „ძალადობა ჩავანაცვლოთ მეგობრობით“ აჩვენეს.

ჩვენების შემდეგ ფილმის გარშემო დისკუსია გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203