ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობის შესახებ ცნობიერება აიმაღლეს
04-05-2018
ღურტის საჯარო სკოლაში ბულინგის პრევენციის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ღონისძიება სამოქალაქო განათლების კლუბმა „ნათელი თაობა“ ჩაატარა. 

მათი ჩატარებული აქტივობები ცნობიერების ამაღლებასა და თანატოლთა შორის ძალადობის პრევენციას ემსახურებოდა. 

ღონისძიებასთან დაკავშირებით სკოლის პერიმეტრი ანტიბულინგური სიმბოლოებით მოირთო და მოსწავლეებმა ანტიძალადობრივი ჯაჭვი შეკრეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203