მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში აპრილის თვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები აღნიშნეს
04-05-2018
მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს უყურადღებოდ არ ტოვებენ. 

სკოლაში 9 და 14 აპრილი ღონისძიებით აღნიშნეს. 

9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება მოსწავლეებმა სკოლაში არსებულ 9 აპრილის სტენდთან მოაწყვეს და 1989 წლის მოვლენებზე ისაუბრეს. 

დედა ენის დღესთან დაკავშირებით კი ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის მნიშვნელობის შესახებ მცირე პრეზენტაცია წარმოუდგინეს.
 
ღონისძიებები სკოლის მასწავლებლის რუსიკო ოთხოზორიას ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203