„თითოეულ სკოლაში უნდა არსებობდეს ექიმი, რომელიც შეძლებს, საჭიროების შემთხვევაში ბავშვს დაეხმაროს“, - ამის შესახებ პარლამენტში საფინანსო ანგარიშის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა და დასძინა, რომ სკოლის ექიმების ხელფასებსაც ისევე შეეხება ზრდა, როგორც სხვა წარმომადგენლებს:
„რაც შეხება დაფინანსებას, მათი (ექიმების) ხელფასიც იქნება მზარდი, ისევე, როგორც სკოლის მთელი პერსონალის და არა მხოლოდ მასწავლებლების - მასწავლებლებზე უკვე შეთანხმებული პოლიტიკა გვაქვს, თუმცა ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის, მათ შორის, ექიმების ხელფასიც იქნება მზარდი“.