მინისტრი რეგიონების პედაგოგებს შეხვდება - „პირველი ქუთაისი იქნება“
09-06-2023
მოსწავლესთან ერთად, სკოლაში მთავარი ადამიანი მასწავლებელია, ამიტომ უნდა მოვუსმინოთ მას - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ტელევიზიის საშუალებით და იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ სამინისტროში მისი მოსვლისთანავე, გადაწყვიტა, რომ ექნებოდა აქტიური კომუნიკაცია პედაგოგებთან.
მინისტრის თქმით, შეხვედრები კვლავ გრძელდება, და მომდევნო კვირაში აპირებს შეხვდეს რეგიონების მასწავლებლებს:
„მე დავპირდი მასწავლებლებს და კიდევ ერთხელ ვაცხადებ - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ჰქონდეთ პროფესიაში ღირსეული აღიარება, პრესტიჟი ამ პროფესიის, რომელიც გამართლებული უნდა იყოს სწორი სახელფასო პოლიტიკით, ასევე კარიერული ზრდის სქემით... კვლავაც მაქვს მასწავლებელთან შეხვედრა, მომდევნო კვირიდან ვიწყებ რეგიონების პედაგოგებთან შეხვედრებს. პირველი იქნება ქუთაისი და შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდება“.