თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია ივლისში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
რეგისტრაციის თარიღებისა და წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ აღსაზრდელის საბავშვო ბაღში დასარეგისტრირებლად საჭიროა, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ვებგვერდზე www.kids.org.ge, სადაც მოცემულ ველებში უნდა ჩაწეროთ ინფორმაცია, რომელ ბაღში და რომელ ასაკობრივ ჯგუფში გსურთ ბავშვის დარეგისტრირება.
დარეგისტრირებისთვის აუცილებელია შემდეგი მონაცემები: ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დედის და მამის პირადი ნომრები, სახელები და გვარები, ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი.