30 საქმიანობა სკოლაში, რომელთა შესრულებაშიც ყველა მასწავლებელი უნდა მონაწილეობდეს
11-06-2023

სკოლის გამართულად ფუნქციონირების და სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული მასწავლებლის ჩართულობა და თანამშრომლობა.

არსებობს საქმიანობები, რომელთა განხორციელებაშიც ყველა პედაგოგი უნდა იყოს ჩართული. მასწავლებლებმა ერთად, საგნობრივ კათედრებზე უნდა იმუშაონ და გადაწყვეტილებები დირექციას წარუდგინონ. ასეთი საქმიანობების ჩამონათვალია:

  1. სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება;
  2. საგნობრივი სასწავლო გეგმების შემუშავება;
  3. სკოლის ხედვისა და მისიის ფორმირება;
  4. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;
  5. სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  6. მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
  7. საგნობრივი სასწავლო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა;
  8. სწავლების საერთო პრინციპებისა და მიდგომების შემუშავება;
  9. მოსწავლეთა აკადემიური მზაობის, სწავლის სტილისა და საჭიროებების შესწავლა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში;
  10. მასწავლებელთა საგაკვეთილო დაკვირვება და დაკვირვების გზით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად;
  11. მოსწავლეთა აკადემიური სირთულეების აღმოფხვრის მიზნით დროული, სისტემატური და მონაცემებზე დაფუძნებული ჩარევა;
  12. მოსწავლეების შეფასების თანამიმდევრული და მრავალმხრივი სისტემის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა;
  13. მოსწავლეთა შეფასების შედეგად მიღებული მონაცემების გამოყენება სწავლების გაუმჯობესების, სირთულეების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით;
  14. სკოლის შინაგანაწესის შემუშავება;
  15. სკოლაში სხვადასხვა ორგანოს ფუნქციონირების ხელშეწყობა, რომლებიც მოსწავლეებს, მშობლებსა და საზოგადოებას საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და თავიანთი წვლილი შეიტანონ სკოლის განვითარებაში;
  16. მშობლებთან და თემთან თანამშრომლობა;
  17. საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება მშობლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;
  18. მასწავლებელთა შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;
  19. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სხვადასხვა ფორმის (ურთიერთდასწრება, სასწავლო ჯგუფები, კვლევითი ჯგუფები, მენტორობა და სხვ.) მიზნობრივი დანერგვა;
  20. გარედან შემოთავაზებული პროფესიული განვითარების საშუალებების გამოყენება მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის;
  21. მასწავლებელთა შეფასების შედეგების, სწავლებაში აღმოჩენილი ხარვეზების, ახალი გამოწვევების, მოსწავლეების საჭიროებებისა და სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისი პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
  22. პროფესიული განვითარებისა და მოსწავლეთა საჭიროებების საპასუხოდ სათანადო რესურსების მოძიება, მოდიფიცირება და შექმნა;
  23. სწავლასა და წარმატებაზე ორიენტირებული, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნა;
  24. სასწავლო და ფინანსური რესურსების მოზიდვა/მოძიება და ეფექტიანი განაწილება სკოლის სასწავლო და ორგანიზაციული მიზნების განხორციელებისთვის;
  25. სკოლის თვითშეფასების სისტემის ჩამოყალიბება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;
  26. საგნობრივი სასწავლო გეგმის განხორციელების პროცესის ანალიზი და შედეგებზე დაყრდნობით მისი გაუმჯობესება.
  27. მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზება;
  28. არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
  29. სკოლაში კორპორატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  30. სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვა.

შესაძლოა, მასწავლებელთა ნაწილმა იფიქროს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობებიდან მათ სულაც არ ეხებათ რომელიმე, თუმცა აღნიშნული ჩამონათვალი კათედრებისთვის შექმნილ გზამკვლევშია მოცემული, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლის საქმიანობებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული კათედრა. კათედრაზე კი, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, გაერთიანებული უნდა იყოს საგნობრივ ჯგუფში შემავალი ყველა საგნის მასწავლებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203