ვარდისუბნის სკოლაში განხორციელდა პროექტი ,,ერთად დგომა წარმოგვაჩენს“ (ხელმძღვანელი მართა ტაბატაძე).
ამ პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასების კათედრამ ღონისძიება მიუძღვნა იაკობ გოგებაშვილის კვირეულს, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება.
ასევე, მათ წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ,,დედაენა“, სადაც თითოეულ ასო-ბგერაზე შექმნეს მოთხრობები და ნახატები.
პროექტი მშობლების, პედაგოგებისა და მოსწავლების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.