პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ბულინგის მოდელირებული ეპიზოდები დადგეს
04-05-2018
პატარა ქანდის საჯარო სკოლის მე-IX კლასში აქტივობა ჩატარდა, რომელიც მიზნად ბულინგის არსის გააზრებას და მისი შედეგების დანახვას ისახავდა.   

ე.წ. ,,წებოვანი ლენტის“ გამოყენებით ,,მსხვერპლებს" მოსწავლეებმა სტიკერებით ის იარლიყები მიაკრეს, რომელიც საზოგადოებაში, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად გვხვდება. ამით მათ აჩვენეს თუ რა ჩაგვრა შეიძლება განიცადოს ამ დროს ადამიანმა. 

დასასრულს, მოსწავლეებმა ბულინგის საწინააღმდეგო პლაკატი დაამზადეს და ძალადობაზე უარი თქვეს.       

ბულინგის თემას მიეძღვნა III კლასში ჩატარებული აქტივობაც. მოსწავლეებმა, ბულინგის ერთ-ერთი ვარიანტი გაითამაშეს - სიცილით მიიღეს მეგობრის მიერ მეგობრის ჩაგვრა. შემდეგ კი მასწავლებელმა მათ ბულინგის არსი და მისი მოსალოდნელი შედეგი გააცნო. ბოლოს კი, ძალადობას და ბულინგს ყველამ ერთად უთხრა უარი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203