ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი წარმატებით დასრულდა
04-05-2018
ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა სოციალური პროექტი „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“ (ხელმძღვანელი: პედაგოგი ინგა დარახველიძე-ჯაყელი). 

პროექტის ფარგლებში, რომელიც წიგნის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა, ლიტერატურული კონკურსი „ყველაზე ყურადღებიანი და ჭკვიანი მკითხველი“ გაიმართა. 

კონკურსი სამ ტურად ჩატარდა და მასში სკოლის მეხუთე და მეექვსე კლასის ასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

„დავალება ერთი შეხედვით მარტივი იყო: კონკურსანტებს ყურადღებით უნდა წაეკითხათ ასტრიდ ლინდგრენის „ბიჭუნა და კარლსონი“ და მისი შინაარსის მიხედვით დასმულ კითხვებზე, რომლებიც ტურიდან ტურში გადასვლასთან ერთად რთულდებოდა, გაეცათ პასუხები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მეორე ტურში 14 მოსწავლე გადავიდა, ფინალში კი 6 მოსწავლე: მარიამ ბჟალავა (მე-5ბ კლასი), ლუკა ცერცვაძე (მე-6ა კლასი), ნანო ქურასბედიანი, მარიამ გეგუჩაძე, ხატია ბოჭორიშვილი და ლიზი რაზმაძე (მე-6ბ კლასი) მონაწილეობდნენ. 

კონკურსის შედეგად „ყველაზე ყურადღებიანი და ჭკვიანი მკითხველის“ ტიტული და პირველი ადგილი მარიამ ბჟალავამ დაიკავა, მეორე ადგილი ნანო ქურასბედიანი, ხოლო მესამე ადგილი კი ხატია ბოჭორიშვილმა. 

გამარჯვებულები საპატიო დიპლომებით და კარლსონის საყვარელი ტკბილეულით დაჯილდოვდნენ. 

კონკურსმა მოსწავლეების დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა და მომავალ წელსაც გაიმართება. 

საკონკურსოდ შერჩეულ წიგნებს (მათი ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ინგა ჯაყელის საავტორო ბლოგზე: jakeli14.blogspot.com) მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებზე წაიკითხავენ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203