ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
04-05-2018
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები - უმცროსი სერჟანტი ვაჩეიშვილი და სერჟანტი ბიბინიძე (დაბა ვაზიანის პირველი საარტილერიო ბრიგადა) საჯარო სკოლების წევრებს შეხვდნენ

4 მაისს ვარდისუბნის, კართუბნის და თელის საჯარო სკოლებთან  პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანი იყო, მოსწავლეებს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ.

მოსწავლეებმა სავალდებულო და კონტრაქტით გაწვევის, კადეტთა კორპუსის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, შეიარაღების, საერთაშორისო მისიების, ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. 

შეხვედრას 123 მოსწავლე  (IX, X, XI,  და XII კლასი) ესწრებოდა.

პრეზენტატორმა  საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიული გმირების (მარო მაყაშვილი, ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია და გიორგი ანწუხელიძის) შესახებ ისაუბრა. მოსწავლეებმა ასევე  მოისმინეს  თუ რა არის საქართველოს შეიარაღებული ძალების მიზანი და ამოცანა. 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია_მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს შეკითხვები დაუსვეს: 

1. აუცილებელია სამხედრო სავალდებულო სამსახური?

2. როგორ სწავლობენ გოგონები და ბიჭები (ერთნაირი მოთხოვნები აქვთ?)

3. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ნატო-საქართველოს მისიებისათვის სამშვიდობო მისიაში ქართული ჯარის ჩართვა?

4. რამდენად არის დაცული სამხედრო პირი სახელმწიფოსაგან?

მოსწავლეებს კადეტთა ლიცეუმში ექსკურსიის მოწყობის სურვილიც გაუჩნდათ. მათ ასევე დიდი ინტერესი გამოხატეს უფრო მეტი გაიგონ საქართველოს თავდაცვის, სამხედრო ძალების,  ჯარისკაცის ცხოვრებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203