საგანმანათლებლო რესურსებზე პედაგოგთა ნაწილისთვის მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების და გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის 12 ივნისს, 17:00 საათზე ჩატარდება ვებინარი თემაზე - „ზოოპარკი - საგანმანათლებლო რესურსი“.
ვებინარი შეეხება სსიპ თბილისის ზოოლოგიური პარკის საგანმანათლებლო დანიშნულებასა და მის გამოყენებას სასწავლო მიზნებით, ზოოპარკის - როგორც საგანმანათლებლო რესურსის მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების სწავლებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან დაკავშირებული პრობლემების კუთხით.
ვებინარის სტუმარი იქნება თბილისის ზოოლოგიური პარკის კვლევისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ირმა ბოჭორიშვილი.
ვებინარს გაუძღვებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები:
ბიოლოგიის ექსპერტ-კონსულტანტი - მაია ზიბზიბაძე;
ბუნებისმეტყველების ექსპერტ-კონსულტანტი - რუსუდან თედორაძე;
გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტი - მაია ბლიაძე.
ვებინარზე დასასწრებად გამოიყენეთ
ბმული.