ბუღაშენის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
04-05-2018
ბუღაშენის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღინიშნა.
   
ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენის მასწავლებელმა მარინე მაისურაძემ გაუწია.  

ღონისძიებაზე მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წარმოთქვეს ლექსები და ისაუბრეს 14 აპრილის დედა ენის დღედ გამოცხადების ისტორიაზე.

ასევე ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. 

ღონისძიებას სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. 

დედა ენის დღესთან დაკავშირებით დედა ენის პარკში გასვლითი ღონისძიებაც მოეწყო. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203