ყვარლის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღ კვებას პოპულარიზაციას უწევენ
04-05-2018
ყვარლის მე-2 საჯარო სკოლის მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თინა ზურაბიშვილმა ინოვაციური გაკვეთილი ჩაატარა.
თემა გახლდათ_„ჯანმრთელი ცხოვრების წესი-ჯანმრთელი კვება“, ჯონ დიუის თეორიის მიხედვით, რომლის სახელიც არის - „სწავლა კეთებით“. ბავშვები ჯგუფურად იყვნენ დაყოფილნი. თითეულმა ჯუფმა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან (ბოსტნეულისგან) სალათები გააკეთა, დამსწრე მასწავლებლებმა კი ხილის რამდენიმე ასორტი დაამზადეს. ბავშვების ნახელავი პედაგოგებმა და თვითონ მოსწავლეებმაც მიირთვეს.
მონაწილეების თქმით, ამიერიდან ბოსტნეულის სალათები მათი კვების რაციონში პირველ ადგილს დაიკავებს.