არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეების მოწოდება
04-05-2018

წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-7, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანის ხელმძღვანელობით პროექტი - „წყალი სიცოცხლეა - გავუფრთხილდეთ მას!“ განახორციელეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო სკოლისა და საზოგადოების ინფორმირება წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის შესახებ.

პროექტის ფარგლებში სკოლაში  მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა - გაიმართა კონფერენცია, მოეწყო ექსკურსია-გაკვეთილები, დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები.

პროექტის ბოლოს შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203