სპასოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, კლასგარეშე აქტივობის ფარგლებში, დუხობორების წეს-ჩვეულებებს გაეცნენ
12-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო და გამორჩეული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, რუსული ენის უფროსი მასწავლებლის - ნუნე ჩოგანდარიანისა და ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებლის - აიდა ჩახოიანის ხელმძღვანელობით, კლასგარეშე აქტივობა მოეწყო. მისი მიზანი დუხობორების წეს-ჩვეულებების გაცნობა იყო. 

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

„ხშირად ჩატარდება კლასგარეშე აქტივობები, რომელთა მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და საქართველოში მყოფი ეთნიკური უმცირესობების კულტურის გაცნობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203