დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს
07-05-2018
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღე აღნიშნეს.  

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის შესახებ დაწერილი ლექსები და ცნობილი მწერლების ციტატები წაიკითხეს. მოზარდებმა ასევე იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს. 

ღონისძიების ბოლოს მეორეკლასელებმა საზეიმოდ ტორტი გაჭრეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203