თბილისის N103 საჯარო სკოლაში მზისა და დედამიწის დღეები აღნიშნეს (ვიდეო)
07-05-2018
თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით მზის და დედამიწის დღეებთან დაკავშირებულ პროექტზე იმუშავეს, რომლის სახელწოდებები იყო - „დედამიწა ჩვენი  სახლია!“ და ,,მზე სიცოცხლის  წყაროა!“.

ღონისძიებების მიზანი მოსწავლეებში დედამიწაზე და ბუნებაზე ზრუნვისა და დაცვის უნარის განვითარება გახლდათ. 

ბავშვებმა თემატური გასაფერადებლები გააფერადეს, დედამიწასა და მზეზე ინფორმაციები მოიძიეს და პრეზენტაცია მოამზადეს; ასევე, ნახეს მზის შესახებ ვიდეო და ანიმაციური ფილმი ,,გამარჯობა დედამიწა“.

პროექტის ლოზუნგი გახლდათ - ,,დაე, მუდამ  იყოს  მზე!“.

სკოლის დირექციის შეფასებით, ღონისძიება მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203