4 საგამოცდო საგანი, რომლის შესახებაც დამატებით ინფორმაციას მიიღებენ აბიტურიენტები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ონლაინ ღია კარის დღეების ჩატარებას აბიტურიენტებისათვის. მომდევნო ღია კარის დღე მეთორმეტეკლასელებისათვის 14 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე ჩატარდება.
გამოსაცდელების კითხვებს ამჯერად მათემატიკის, გეოგრაფიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების ჯგუფების ხელმძღვანელები უპასუხებენ.
შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. ონლაინ ღია კარის დღეზე დასწრება თავისუფალია.
იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები
ბმული.