მასწავლებლის გამოცდებში შეტანილი სიახლეები - რა და რომელ საგნებში შევიდა ცვლილებები
18-06-2023
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდებთან დაკავშურებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა, თუმცა მანამდე სანამ საგამოცდო განრიგი გახდება ცნობილი, კიდევ ერთხელ გთავაზობთ ინფორმაციას ყველა დეტალთან დაკავშირებით.

2023 წელს ცვლილებები შევიდა პედაგოგებისათვის განკუთვნილ გეოგრაფიისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტებში. 

მასწავლებლის გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება - დეტალები 
 
გეოგრაფიის გამოცდა

გეოგრაფიის მასწავლებლების ტესტში ტოპოგრაფიული რუკის ანალიზის დავალება დაიშლება 1 და 2 ქულიან რამდენიმე კითხვად. მასწავლებლებისთვის უფრო კომფორტული გახდება ტესტზე მუშაობა, რადგან მათ აღარ დაურიგდებათ A3-ის ფორმატის ტოპოგრაფიული რუკა, თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი. რუკის ნაცვლად ამ ფრაგმენტის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. 
 
კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა

2023 წლის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის გამოცდის მიმართულებით დაგეგმილია შემდეგი ცვლილებები: შეიცვლება გამოცდის სახელწოდება, კერძოდ, „ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდას“  დაერქმევა „კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა“. რაც შეეხება საგამოცდო პროგრამას, მასში არსებულ შვიდ საკითხს, დაემატება მერვე თავი - ვიზუალური პროგრამირების საკითხები. ვიზუალური პროგრამირებისთვის შეთავაზებული იქნება პროგრამა Scratch-ის გარემო. პროგრამაში მოცემული თემატიკა შესაძლოა შევიდეს გამოცდის როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილში. ტესტის მოცულობა და გამოცდის ხანგრძლივობა უცვლელია.
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203