ნიშნებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები 
13-06-2023
მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის საყურადღებოდ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განცხადებას ავრცელებს ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით. 

„15 ივნისს, სასწავლო წლის ბოლო დღეა! სემესტრის დასრულებიდან, მხოლოდ ორი სამუშაო დღის განმავლობაში გექნებათ ელექტრონული ჟურნალის რედაქტირების შესაძლებლობა. 19 ივნისს, ელექტრონული ჟურნალი საბოლოოდ დაიხურება, რის შემდეგაც მხოლოდ სემესტრული ქულის რედაქტირება იქნება შესაძლებელი.

ჟურნალის დადასტურების შემდეგ, თქვენ ვეღარ შეძლებთ სემესტრის განმავლობაში, მიმდინარე დასწრების მაჩვენებლისა და შეფასებების ასახვა/ რედაქტირებას.

გთხოვთ , გაითვალისწინოთ აღნიშნული საკითხი და მაქსიმალურად ყურადღებით შეამოწმოთ ასახული მონაცემები“,- აღნიშნულია სისტემის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203