პრინცი ალექსი წერეთელი - საინტერესო ცნობები აკაკი წერეთლის ერთადერთი ვაჟის შესახებ
07-05-2018
პრინცი ალექსი წერეთელი - აკაკი წერეთლისა და ნატალია პიოტროვნა ბაზილევსკაიას ერთადერთი ვაჟი იყო, რომელსაც ლიოლიასაც ეძახდნენ.
ალექსი წერეთელი 1864 წელს დაიბადა სოფელ სხვიტორში.
ალექსი წერეთელმა 1896-1897 წლებში ხარკოვში ჩამოაყალიბა საოპერო დასი, რომელმაც გასტროლებით მოიარა რუსეთის იმპერიის დიდი ქალაქები, ოდესა, მოსკოვი და წარმატების მწვერვალს პეტერბურგში, 1904-1906 წლების სეზონზე მიაღწია.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ალექსი წერეთელი პარიზში გადასახლდა და დააფუძნა „რუსული ოპერა"...
ალექსი წერეთელი არ დაქორწინებულა. იგი 1942 წელს გარდაიცვალა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში. მიუხედავად ამისა, ალექსის დაკრძალვას დიდძალი ხალხი დაესწრო.
ალექსი წერეთელი დაკრძალულია პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე, დედის გვერდით. თუმცა სასაფლაოს საფასური ალექსის 30 წლის ვადით, 1971 წლამდე ჰქონია გადახდილი. 1981 წელს საფლავი გაუუქმებიათ და მის ადგილზე სხვა დაუკრძალავთ...