ბუღაშენის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
07-05-2018
ბუღაშენის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ყველაზე  ჭკვიანი" ქართულ  ენაზე ჩატარდა.  

ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენის დამხმარე მასწავლებელმა ნინო დოლიაშვილმა გაუწია. შეჯიბრში მე-6, მე-7 და მე-8 კლასის 12 მოსწავლე მონაწილეობდა.  

ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული მე-7 კლასის მოსწავლე ვალერი აფოზიანი გახდა. მე-7 კლასის მოსწავლეებს, შუშანა სააკიანს და იგით ეღოიანს გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდათ.  ფინალისტებს სიგელები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულს - სიგელი და ფასიანი საჩუქარი.

იხილეთ სურათები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203