ბაზაქლოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო საზეიმო ღონისძიება
13-06-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.

„ბავშვებმა და მასწავლებლებმა მოიწადინეს მთელი გულით და გაუხალისეს ერთმანეთს ეს დღე. მშობლებიც კმაყოფილები დარჩნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე ამ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ სააქტო დარბაზი არ აქვთ, თუმცა კლასში, რომელიც დიდი არ გახლავთ ღონისძიების ჩატარება მაინც მოახერხეს.

საქართველოში დედაენის დღე 14 აპრილს აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203