ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორად ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს
13-06-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგთა ხელმძღვანელობით ისინი სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა პროექტის  - „მეორადი ნივთების ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო ნივთი დაამზადეს.

აღნიშნული აქტივობის თემა: „გამოგონება“ გახლდათ.

მათ პროექტზე მუშაობისას, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მეშვიდეკლასელებს საუკეთესო ნამუშევრებისთვის, როგორც სკოლაში გვიყვებიან, წიგნები და სიგელები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203