მანგლისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული სიმღერის კონკურსში მონაწილეობენ
07-05-2018
დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლა ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალში -„სხვა საქართველო სად არის“ მონაწილეობს.

მომღერალმა ირმა სოხაძემ მოზარდ შემსრულებლებს მოუსმინა და მასტერკლასი ჩაუტარა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პირველი ტური წარმატებით გადალახეს.

ქართული სიმღერის კონკურს - ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ ქვემო ქართლის რეგიონში კავშირი „დემოსის“ ორგანიზებითა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის პარტნიორობით ტარდება.

ფესტივალის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება ცნობილი ქართველი ხელოვანების მასტერკლასები.

იხილეთ ფოტობი 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203