მასწავლებლებს გამოცდის შედეგი 1,4,7,10 კრედიქტულად დაუანგარიშდებათ - რომელ პედაგოგებს ეხება პრემიერის ბრძანება
13-06-2023

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა და განისაზღვრა, რომ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსის სტატუსს.

მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შედის - პრემიერის ახალი ბრძანება 

გარდა ამისა, ცვლილება შეეხო საგნის გამოცდასაც, იგივე არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის და პრემიერის გადაწყვეტილებით, კვლავ ბრუნდება 1,4,7, 10 კრედიტი.

დოკუმენტში, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 15 ივნისიდან შევა, აღნიშნულია:

„იმ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებლებს (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლებისა), რომლებმაც 2023 წლის იანვრისთვის ვერ შეიცვალეს სტატუსი და 2023 წლის საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, მიეცეთ უფლება, 2023 წლის საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები დაუანგარიშდეთ 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად.

2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები შესაძლებელია, დაანგარიშდეს 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203