მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში, პრემიერის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა. დოკუმენტის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ამოქმედდება, იმ პრაქტიკოს მასწავლებლების ადგილას, რომლებიც სტატუსს ვერ შეიცვლიან 2025-2026 სასწავლი წლის დასრულებამდე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 1 თვით ადრე გამოცხადდება კონკურსი.
თუმცა, იმავდროულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას კვლავ რჩება უფლება აღნიშნული პედაგოგი სკოლაში დატოვოს, გარკვეული პირობების გათვალისწინებით:
„იმ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე დასაქმებული პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილას, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომე ვერ შეიცვლიან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ“. - აღნიშნულია პრემიერის ბრძანებაში.
პრემიერის გადაწყვეტილებით, კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები იმ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს შეეხება, ვისაც გავლილ აქვს სახელმწიფო ენის სასწავლო კურსი და გააჩნია შესაბამისი განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი.