სორის საჯარო სკოლიდან 2023 წლის ერთადერთი კურსდამთავრებული ემოციურად გააცილეს
14-06-2023
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის ერთადერთი მოსწავლის რომა ხარიბეგაშვილისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლიდან კურსდამთავრებული საუკეთესო სურვილებით, უდიდესი სიყვარულით, ემოციურად გააცილეს. მას ტრადიციული თეთრი მაისური ეცვა, რომელზეც სურვილები სასკოლო საზოგადოებამ დააწერა.რომა ხარიბეგაშვილმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენა და თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადა.
სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა, იყო ბუშტები და სადღესასწაულო ტორტი.
კურსდამთავრებულს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.