როინ მიროტაძის სახელობის მორძგვეთის საჯარო სკოლაში ძალადობასთან ბრძოლის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს, სოფლის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს და საზოგადოებას მოუწოდეს - „არა ძალადობას“, „არა ჩაგვრას“, „დაარღვიე სიჩუმე“, „ნუ შეშინდები“, „ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი”, „არა იარაღს“, „გიყვარდეთ კაცნო, ერთმანეთი!“.
„ბულინგთან“ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 4 მაისს აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები