წყალწმინდის საჯარო სკოლის ეზოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის გამოფენა მოეწყო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, 13 ივნისს, წყალწმინდის საჯარო სკოლის ეზოში ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის გამოფენა.
აღნიშნული საქმიანობით, დაინტერესებული პირები გაეცნენ გურიაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, სერვისებსა და პროდუქტებს.
„გამოფენის პარალელურად ახალგაზრდებისთვის ჩატარდა გასართობი აქტივობები, სადაც წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა გასული საუკუნის განმავლობაში გურიაში მცხოვრები სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებისა და მოხალისეობის მაგალითების შესახებ“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნული დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
„მადლობა ღონისძიების ინიციატორებს და თითოეულ მონაწილეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: