„სისტემა გადატვირთულია“ - ელ. ჟურნალის ხარვეზთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება ვრცელდება
2022-2023 სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა და პედაგოგები მოსწავლეთა შესახებ ინფორმაციებს აწესრიგებენ. ელექტრონული ჟურნალის ხარვეზებით მუშაობასთან დაკავშირებით განმარტებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
„ელექტრონულ ჟურნალში მაღალი მომართვიანობის გამო, სისტემა გადატვირთულია.
ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა რაც შეიძლება მალე შემოგთავაზოთ.
პატივისცემით, EMIS-ის გუნდი“, - აღნიშნულია სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.