ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროკურორმა ბულინგის თემაზე ტრენინგი ჩაუტარა
07-05-2018
ქუთაისის N30 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის რაიონალური პროკურატურის პროკურორი გიორგი ხაჩიძე და პროკურატურის სტაჟიორი რუსუდან ლაბაძე ესტუმრნენ. 

მოსწავლეებს პროკურორმა ბულინგის თემაზე ტრენინგი ჩაუტარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 4 მაისს აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203