განათლების ხარისხის განვიტარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მორიგი სხდომა 20 ივნისს გაიმარტება.
შეხვედრაზე რამდენიმე სკოლის სხვადსხვა საკითხი იქნება განხილული, მათ შორის როგორც მონიტორინგის შედეგები ისე მოსწავლეების რაოდენობის გაზრდისა და ფართის ცვლილებება.
უფრო დეტალურად 20 ივნისს 15:00 საათზე განიხილება:
1. შპს მწვანე სკოლა-დიდ დიღომში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების საკითხის განხილვა;
2. შპს მწვანე სკოლა-დიდ დიღომში მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხის განხილვა;
3. ა(ა)იპ - თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა.
4. შპს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია - ჯიჯიში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით.
წარმოგიდგენთ ბმულს:
https://us02web.zoom.us/j/89262886807?pwd=bFdLUlg0Z1pSanRET2dRdDd0YXRyZz09