გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენასა და მათემატიკაში კონფერენცია ჩატარდა
07-05-2018
გორელოვკის N3 საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლის, ირინე ნოზაძის ორგანიზებით ნინოწმინდის რესურცენტრში ინგლისურ ენასა და მათემატიკაში კონფერენცია ჩატარდა.
მასში ადგილობრივი პედაგოგი ნაირა აივაზიანი, მუნიციპალიტეტის 9 სკოლის 32 მოსწავლე და პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კოსულტანტ-მასწავლებლები (ირა გოგილაშვილი, თამუნა ჩარკვიანი, ნინო ქერაშვილი) აქტიურად ჩაერთნენ.
კონფერენციას პარტნიორობას ნინოწმინდის რესურსცენტრი, მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი ქეითლინ ქარმელი, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს დირექტორი თამაზ კარაპეტიანი და გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ეკა სუდაძე უწევდნენ.
კონფერენციის მონაწილეები ჟიურიმ შეფასების წინასწარ დამტკიცებული რუბრიკის საფუძველზე შეაფასა.
მოსწავლეთა რეიტინგი კი ასეთია:
პირველი ადგილი - გელა ბერიძე, სპასოვკის N1 საჯარო სკოლა (მასწავლებელი - ირინე ნოზაძე);
მეორე ადგილი - აიდა მკრტჩიანი, ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა (მასწავლებელი - თამუნა ჩარკვიანი);
მესამე ადგილი - დარია სტრუკოვა (ორლოვკის საჯარო სკოლა, მასწავლებელი - ნინო ქერაშვილი);
ჟიურის სიმპათია - თამუნა ბერიძე (გორელოვკის N3 საჯარო სკოლა, მასწავლებელი - ირა გოგილაშვილი) და ლოლა ესოიანი (ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლა, მასწავლებელი - ნაირა აივაზიანი).
საუკეთესო პრეზენტაცია ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ მირეი წინწკალაძემ წარმოადგინა (მასწავლებელი - თამუნა ჩარკვიანი).
ორგანიზატორის, ირინე ნოზაძის განცხადებით, კონფერენციის მიზანი მოსწავლეთა დამოუკიდებელად მუშაობის და ინფორმაციის სინთეზის უნარის განვითარების ხელშეწყობა, ცოდნის გაღრმავება, ნიჭიერი მოსწავლეების მოტივირება და მათი წარმოჩენა იყო.
ირინე ნოზაძე აქტიური ჩართულობისა და თანადგომისათვის პარტნიორებს, მხარდამჭერებსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის.