ანდროპედაგოგიკა, ზოგადი, ასაკობრივი და სოციალური პედაგოგიკა - პედაგოგიკის დარგები და მათ შორის განსხვავებები
16-06-2023

„პედაგოგიკა არის მეცნიერება აღზრდის, სწავლისა და სწავლების მიზნების, შინაარსის, ფორმებისა და მეთოდების შესახებ, სპეციალურად ორგანიზებული მიზანმიმართული და სისტემატური ქმედებების შესახებ, რომლებიც ორიენტირებულია პიროვნების ჩამოყალიბებაზე“, - ასეთია ოფიციალური განმარტება ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე მოცემული ლექსიკონის თანახმად.

აღზრდის ობიექტთა თავისებურებების და სოციალური დანიშნულების შინაარსის მიხედვით განასხვავებენ პედაგოგიკის შემდეგ დარგებს:

  • ზოგადი პედაგოგიკა - ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და სხვადასხვა ტიპის სასწავლებლებისათვის სწავლებისა და აღზრდის საერთო კანონზომიერებების შესწავლა. იგი შედგება სწავლების თეორიის (დიდაქტიკა), აღზრდის თეორიის, აგრეთვე განათლების ორგანიზაციისა და მართვის მეცნიერული საფუძვლებისაგან.
  • ასაკობრივი პედაგოგიკა სწავლობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის სპეციფიკური აღზრდისა და სწავლების კანონზომიერებს.
  • ანდროპედაგოგიკა - თეორია მოზრდილთა სწავლების შესახებ.
  • სპეციალური პედაგოგიკა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სწავლა-აღზრდის კანონზომიერებები.
  • მეთოდიკა, ანუ კერძო დიდაქტიკა - ცალკეული საგნების სწავლების მიზნები და საშუალებები, მეცნიერული შინაარსის სასწავლო შინაარსად ტრანსფორმირება მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
  • სოციალური პედაგოგიკა სწავლობს აღზრდაზე სოციალური გარემოს გავლენებს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არსებობს პედაგოგიკის მიმართულებები, რომლებიც სხვადასხვა მიზანი აქვთ.

ბავშვთა პედაგოგიკის შესწავლის ობიექტია ბავშვების განათლება განვითარების მახასიათებლების გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება ევოლუციური ფაქტორები. ბავშვების ცხოვრებისეული უნარების ჩამოსაყალიბებლად პედაგოგების მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ფსიქოპედაგოგია - ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკას შორის ურთიერთობა წარმოშობს ახალ მეცნიერებას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სწავლის ფსიქოლოგიურ პროცესებზე.

კრიტიკული პედაგოგიკა არის თეორიული და პრაქტიკული საგანმანათლებლო მიდგომა, რომელიც ემყარება კრიტიკულ პარადიგმას, რომლის მიზანია ტრადიციული საგანმანათლებლო სისტემის გარდაქმნა და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება.

დიფერენცირების პედაგოგიკა - ეფექტური დიფერენცირება მოითხოვს ითვალისწინებს ცალკეული სტუდენტების საჭიროებებს და მათთვის მრავალფეროვანი რესურსების შეთავაზებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203