ვანის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ძალადობის სახეები განუმარტეს და ემპათიისკენ მოუწოდეს
07-05-2018
ვანის N2 საჯარო სკოლაში ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ტიპის შეხვედრები ჩატარდა. 

შეხვედრები სკოლის დირექტორმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა გამართეს. 

მათ მოსწავლეებს განუმარტეს ძალადობის სახეები, მიზეზები, შედეგები და ემპათიისკენ მოუწოდეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა ტიპის ინიციატივებს წარმოადგენს ძალადობასთან საბრძოლველად. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203