თბილისის 108-ე საჯარო სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ დისკუსია გაიმართა
07-05-2018
თბილისის 108-ე საჯარო სკოლაში ძალადობის საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა:
1. ნახატებისა და პლაკატების გამოფენა; 2. მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეორგოლების ჩვენება; 3. კლასის საათი - „არა ძალადობას“ და დისკუსია - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“.
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ძალადობასა და მის საწინააღმდეგო გადამჭრელ გზებზე ისაუბრეს.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.