ნურადდინ აბბასოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც სკოლის წინსვლა, მოსწავლეთა წარმატება და მასწავლებელთა პროფესიული ზრდა პრიორიტეტული საკითხებია, ის მუდამ განვითარებაზე ორიენტირებულია და ენერგიას არ იშურებს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში თავისი წვლილი შეიტანოს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ნურადდინ აბბასოვთან:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- წარმატებული.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მეტ ჩართულობას სასკოლო აქტივობებში.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- ყველაფერი შემიძლია.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ბევრს ვმეცადინეობდი.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- ცოდნის სამყაროში მოდიან.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- მიყვარს თქვენი გაკვეთილები.
- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლეების დამოკიდებულება და ჩართულობა.