ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუხრანის ტყეში გამართულ თამაშში გაიმარჯვეს
07-05-2018
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გვირილობა 2018“-თან დაკავშირებით მუხრანის ტყეში გამართულ თამაშში -„ლეგენდების კვალდაკვალ“ პირველი ადგილი მოიპოვეს. 

სკოლის აღსაზრდელები ქალაქის სხვა სკოლების მოსწავლეებს შეეჯიბრნენ. 

„თამაში მოიცავდა სპორტის, სამოქალაქო ცნობიერების, ინტელექტისა და სპორტული ტურიზმის ელემენტებს. გამარჯვების მოსაპოვებლად მოსწავლეებმა ფიზიკური მომზადების გარდა სხვა  შესაბამისი ცოდნა გამოავლინეს. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ხელმძღვანელს ისტორია, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლალი უშვერიძეს გამარჯვებას. წინ ბევრი წინაღობა და წარმატება ელოდებათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203