მასწავლებლებს კიდევ ერთი საგნის გამოცდა დაემატათ - ბრძანება
16-06-2023

„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ პედაგოგებს კიდევ ერთი საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ - ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ უცხოურ ენებს, 2023 წელს იტალიურიც ემატება.

დოკუმენტის თანახმად, იტალიური ენის ტესტურ დავალებებს შეიმუშავებს მასწავლებლის სახლი და წარუდგენს NAEC-ს, რომელიც იმავდროულად ადგენს საგამოცდო დროსა და მაქსიმალურ ქულას.

მასწავლებლის გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება - დეტალები 

„იტალიური ენის ტესტირებაში მონაწილეობის მიზნით, ცენტრში პირის რეგისტრაცია ხორციელდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით;

იტალიური ენის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადები ცენტრს წარედგინება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

ხოლო ტესტირება ჩატარდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმატით.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203