თბილისის N61 საჯარო სკოლა მრავალ საინტერესო პროექტსა და ღონისძიებას მასპინძლობს.
სკოლაში ოსლოს მუსიკალური აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მასწავლებელთა ვორქშოფი გაიმართა.
ასევე ჩატარდა ოსლოს მუსიკალური აკადემიის პედაგოგთა და 61-ე სკოლის პედაგოგ ნანა დვალის ერთობლივი გაკვეთილები მუსიკაში (8 გაკვეთილი) და ოსლოს მუსიკალური სკოლის მაგისტრანტების კონცერტი.
სკოლაში გამართულ კონცერტებს მოსწავლეები და მასწავლებლები დაესწრნენ.
იხილეთ ფოტოები