მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ მხოლოდ ორი მოსწავლისთვის დაირეკა.
მოსწავლეებმა თეთრ მაისურებზე ერთმანეთს სამახსოვრო წერილები დაუწერეს და წარმატებები უსურვეს.
მათ სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს იმ შრომისთვის, რაც მათ განათლებაში ჩადეს.
ეს დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგებთათვის.
მათ ბავშვები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.
„ძალიან რთულია 2-ბავშვიანი კლასის მასწავლებლობა, ურთულესი...ჩემო ბავშვებო, ფერადი ცხოვრება გქონდეთ!“, - ამბობს პედაგოგი თინა ბაწაშვილი.
იხილეთ ფოტოები: