კართუბნის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
16-06-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ეთერი კაპანაძე, ქეთი შუბითიძე და გვანცა ნოზაძე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ლაგოდეხის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ოქროს სიგელები მიენიჭათ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კონკურსის პირველი ეტაპი 13 ივნისს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 15 ივნისს 1ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203