თელის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - დაჩი მაჭარაშვილსა და მარიამ შავაძეს „ეტალონის“ ოქროს სიგელები მიენიჭათ
16-06-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლის მოსწავლეები - დაჩი მაჭარაშვილი და მარიამ შავაძე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ლაგოდეხის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ოქროს სიგელები მიენიჭათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კონკურსის პირველი ეტაპი 13 ივნისს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 15 ივნისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.