ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლების კლიპი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ
07-05-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლებმა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განახორციელეს. სკოლის აღსაზრდელებმა ვიდეორგოლი გადაიღეს, რომლის ლოზუნგია - „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიდეორგოლით მოსწავლეებმა თანატოლებს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კვების უპირატესობები აჩვენეს.
„პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვის პოპულარიზაციას, სასარგებლო საკვების მიღების მნიშვნელობის გააზრებასა და მავნე ჩვევებზე უარის თქმას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.