გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
ერთ-ერთი ასეთი სკოლის თანასწორგანმანათლებლის განხორციელებული პროექტი - „ასე ნანატრი თავისუფლება“ იყო.
პროექტის ფარლგებში, მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა აიმაღლეს.
მათ ასევე მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და თავისუფლების არსზე იმსჯელეს.
მოსწავლეთა გზავნილი იყო: „ძალა ერთობაშია“ , „ერთობა ყოველთვის იმარჯვებს“.
ბავშვები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: