საინტერესო ექსპერიმენტი ახალციხის №5 სკოლაში - რისთვის გამოიყენეს მოსწავლეებმა ლიმონი და დენის სადენები
15-11-2016

ახალციხის №5 სკოლაში, ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“  წარმომადგენლებმა, ენერგეტიკისა და ელ.ინჟინერიის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, გამართეს პრეზენტაცია თემაზე: ,,ენერგია ნათელი მომავლისთვის“. 

პრეზენტაცია წარმართა ახალციხის ენერგომომსახურების ცენტრის მთავარმა ინჟინერმაიმედა ბალახაშვილმა, რომელსაც დახმარებას უწევდა სამხრეთ საქართველოს უმცროსი რეგიონალური HR კოორდინატორი ქეთი პატეი. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მე-8 კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი, ინგა ვარდიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი, ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი.

სტუმრები ბავშვებს ესაუბრნენ ელ. ენერგიის გამომუშავების მეთოდებზე, ენერგიის განახლებადი და არაგანახლებადი წყაროების შესახებ, საქართველოში ამ მხრივ მიმდინარე პროცესებზე და პრესპექტივებზე, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გარემოზე ზემოქმედების დადებით და უარყოფით ფაქტორებზე.


აჩვენეს მეტად საინტერესო მაკეტები, ექსპერიმენტები, ამკრძალავი და გამაფრთხილებელი პლაკატები, ელ.სადგურების ფუნქციონირების ამსახველი ვიდეო-ანიმაციები, რამაც მოსწავლეებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. 

პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მოისმინეს ამომწურავი პასუხები.

კომპანიის მიერ სკოლას გადაეცა ჰიდროელექტროსადგურის კონსტრუქტორი ,,HYDROPOWER“ და სიგელი ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მიერ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობისთვის.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203