ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სიყვარულის ნიშნად მუყაოსგან გულები გამოჭრეს
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში ბულინგის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა სიყვარულის ნიშნად მუყაოსგან გულები გამოჭრეს და საზოგადებას მოუწოდეს - „არა ძალადობას!“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში მოსწავლეებს თანაბარ პირობებში უწევთ განათლების მიღება.
„აქ უყვართ და პატივს სცემენ ერთმანეთის შესაძლებლობებს. იზრდებიან ნამდვილ მოქალაქეებად და საზოგადოების სრულყოფილ წევრებად. სკოლის ადმინისტრაცია ზრუნავს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარება-გაძლიერებაზე. სწორედ ამიტომაც ჩვენთან ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა ბულინგის არცერთი შემთხვევა. ძალადობამ მოიცვა მთელი მსოფლიო. ხალხი პრობლემის იოლ გადაწყვეტას ძალმომრეობაში, სხვათა ჩაგვრასა და შეურაცხყოფაში ხედავს. აუცილებელია ბავშვების მიერ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე ყურადღების გამახვილება და მისი ადრეულ ასაკშივე აღმოფხვრა, რათა ზრდასრულობაში მძაფრი გამოვლინება არ ჰპოვოს და ისეთი ფატალური შედეგით არ დასრულდეს, როგორიცაა - მოძალადედ ჩამოყალიბება. საზოგადოებამ უნდა აღკვეთოს ბულინგის ყველანაირი გამოვლინება და გადაჭრით თქვას არა ძალადობას!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ბულინგის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 4 მაისს აღინიშნება.
ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული