მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. აკადემიური წელი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.
მათ შორის სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების ინიციატივით, ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კუთხეები პრეზენტაციებით წარუდგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნენ ქვეყნის ყველა კუთხეს, გეოგრაფიულ მდებარეობას, კულტურას, მოსახლეობასა და სამზარეულოს.
იხილეთ ფოტოები: